მომღერალი ნუცა ბუზალაძე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში „American Idol“-ში მონაწილეობს. შესარჩევ ეტაპზე მან ორი სიმღერა შეასრულა.
“American Idol”-ის გამოსვლის შემდეგ ნუცა ბუზალაძეს ჟიურის წევრმა ლუკ ბაიანმა ქართველი ჯენიფერ ლოპესი უწოდა. კეტი პერი კი ფეხზე ადგა და ტაშს ისე უკრავდა. ნუცამ ჟიურის მოწონება დაიმსახურა და შემდეგ ტურში გადავიდა.
„ბილეთი ჰოლივუდში! ეს არის ის, რაზედაც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი! უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ღმერთი რეალურად არსებობს და ის სასწაულებს ახდენს!”, – წერს ნუცა ბუზალაძე.