ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 6 მედალია

23 თებერვალს, ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 10 წონითი კატეგორიიდან 7-ში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 6 მედალია – 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა გობაძე ჩემპიონი გახდა, ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლნენ, ხოლო გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) – ბრინჯაოს.

24 თებერვალს მედლები დარჩენილ 3 წონაში – 72, 77 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება.

საქართველოს სახელით იჭიდავებენ: რამაზ ზოიძე, ოთარ აბულაძე (ორივე 72 კგ), იური ლომაძე, საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე (სამივე 77 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი – 20:00 საათზე