საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში კორეის კულტურის დღე გაიმართა

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ინფორმაციით, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში მდებარე საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში (Georgia-Korea Information Access Center), კორეის კულტურის დღე გაიმართა.

ცენტრის პედაგოგების მოწვევით კორეიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა, კორეული კულტურის მოყვარულებს საკუთარი კულტურა, საბრძოლო თუ თეატრალური ხელოვნება, თამაშები და ტრადიციული სამოსი გააცნეს.