თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი FIAF 2023 წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებების სიაში მოხვდა

თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციის (FIAF) 2023 წლის კინომემკვიდრეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების სიაში მოხვდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი კინოაქტივობების ჩამონათვალში საქართველოს ეროვნული არქივის კინოფესტივალმა ბოლონიის კინოფესტივალის – „ილ სინემა რიტროვატოს“ (Il Cinema Ritrovato), სან-ფრანცისკოს, ასევე  პორდენონეს უხმო ფილმების ფესტივალისა (Le Giornate del Cinema Muto) და სხვა გამორჩეული ღონისძიებების გვერდით დაიკავა ადგილი.

თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 2023 წლის 4-7 ოქტომბერს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება. წელს ფესტივალის თემა „კინოარქივების საგანძური“ იქნება. კინოფესტივალში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაწყებულია.