გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „The Guardian”-ი ონლაინპლატფორმაზე სტატიას აქვეყნებს, რომელიც 90 წლის ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ფილმს – „ცისფერ მთებს“ ეძღვნება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს და გვთავაზობს ამონარიდს რეცენზიიდან.
„წარმოგიდგენთ 90 წლის ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას 1983 წელს გადაღებული ფილმის განახლებულ ვერსიას, მომნუსხველ, საუცხოო ქმნილებას: ეს არის საბჭოთა ბიუროკრატიაზე შექმნილი სახალისო, ცოცხალი სატირა, იუმორით სავსე აბსურდული ამბავი, რომელიც სრულიად შეუმჩნევლად ჩაგითრევთ და მართლაც რომ ექსცენტრული აპოკალიფსით გვირგვინდება. სატირა საკმარისად შემწყნარებლური აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფილმი გადაეღოთ და, ასევე, საკმარისად შემწყნარებლური – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის მისაღებად, მაგრამ 2023 წლის საიმედო პოზიციიდან თვალნათლივ ვხედავთ – ეს ფილმი იყო საბჭოთა კავშირის გარდაუვალი კრახის თავშეკავებული წინასწარმეტყველება. რომ შეგვეძლოს, დავბრუნდეთ იმ დროში, როცა ფილმი პირველად გამოვიდა და ვუთხრათ შენგელაიას, ექვსი წლის
შემდეგ ბერლინის კედელი დაინგრევა და მთელი საბჭოთა სისტემა დაიშლებაო, ნეტავ გაუკვირდება? ალბათ ის უფრო გაუკვირდებოდა, ამდენი დრო რომ დასჭირდა.“- ნათქვამია რეცენზიაში.