მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულად ითარგმნა და გამომცემლობის Éditions Caractères -ს მიერ გამოიცა მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“.
მთარგმნელი: დალი იაშვილი
ლამბალო და ყაშა — ესაა ნაწარმოები, სადაც ცარიზმის ერთმორწმუნეობის ფარსია მხილებული, ის მიხეილ ჯავახიშვილმა 1925 წელს დაწერა და იმავე წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა, ხოლო, შემდეგ გამოქვეყნდა 1926 წელს სახელგამის მიერ გამოცემულ კრებულში „ორი განაჩენი“. ამის შემდეგ მოთხრობამ კიდევს ორჯერ, 1933 წელს და 1937 წელს იხილა დღის სინათლე.