მატილდა გვარლიანი ნიუ-იორკში Jason Wu-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა

FashionHolics Online“-ის ინფორმაციით, მატილდა გვარლიანი ნიუ-იორკში Jason Wu-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.

ქართველი მოდელისთვის ეს მიმდინარე სეზონის პირველი ჩვენებაა. გასულ სეზონზე,  მატილდამ მონაწილეობა მიიღო 7 ბრენდის შოუზე, მათ შორის: Fendi, Chanel, Dior.

ამჯერად, გვარლიანი მოდელების საერთაშორისო რეიტინგში, (Models.com-ის მიხედვით) ე.წ. Hot List-შია, რაც გლობალური სამოდელო ინდუსტრიის, საინტერესო და პერსპექტიულ ახალ სახეებს გულისხმობს.

მატილდა გვარლიანი Hot List-ში ერთადერთი ქართველი მოდელია.