საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლატვიაში, რიგაში Blttour 2023 ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 კომპანია იყო წარდგენილი.
Blttour 2023-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
“გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით შეხვედრები გაიმართა ბალტიისპირეთისა და ჩრდილოთ ევროპის ტურისტული, ავიაკომპანიების, ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში ავიარეისების, ერთობლივი ტურისტული მიმართულებების, ტურიზმის აღდგენის დინამიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიგის ტურისტულ გამოფენას 33 ქვეყნის 300-მდე კომპანია და ორგანიზაცია დაესწრო. Blttour 2023-ს 23 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა.