შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰაიდი გრაუ, ბოლნისში იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას ეწვია.
ელჩმა ისაუბრა საქართველო-შვეიცარიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობებისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ, ასევე კულტურულ მსგავსებებსა და ეკონომიკურ კავშირებზე, რომელიც მე-19 საუკუნიდან იწყება.
ელჩი გაეცნო ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენას და შვეიცარიის კულტურის პოპულარიზაციის კვირეულის ,,Hello Swiss’’ ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილ პოსტერებს /კედლის გაზეთს.
შეხვედრა მოეწყო სამოქალაქო განათლების კლუბის ,,Peak Of Changes/ცვლილებების პიკის’’ მიერ პროექტ ,,დიპლომატიის სკოლა 2023’’ ფარგლებში.