თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული პედაგოგი არჩილ უშვერიძე Erasmus+ მობილობის ფარგლებში ლუბეკის მუსიკის აკადემიას ეწვია.
ვიზიტის დროს მან მასტერკლასები და ვორქშოპები ჩაატარა. ასევე, უდირიჟორა გია ყანჩელის “ამაო ომს” კონცერტზე, რომელშიც ლუბეკის მუსიკის აკადემიის გუნდი მონაწილეობდა.