ნანიკო კაკონაშვილი სწავლას Dartmouth College-ში აგრძელებს

ნანიკო კაკონაშვილი კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია. ის სწავლას Dartmouth College-ში აგრძელებს, რისთვისაც $333000 ოდენობის დაფინანსებაც მოიპოვა.

Dartmouth College ძალიან პრესტიჟული აივი ლიგის წევრი უნივერსიტეტია და ამერიკაში, ნიუ ჰემპშირის შტატში მდებარეობს.

მანამდე კი, ნანიკო 2020 წელს კინგსის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელი და გამარჯვებული გახდა ლიეტუვაში.

2021-22 სასწავლო წლებში იყო კომაროვის თვითმმართველობის პრეზიდენტი და სამეურვეო საბჭოს წევრი.

2021-22 წლებში მოხალისე ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიაში“ მუშაობდა შშმ პირების უნარების განვითარებასა და განათლების ამაღლებაზე და 2021 წელს მოხალისე მასწავლებელი ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდში“ – პროექტი “მოსწავლეები მოსწავლეებისთვის” (სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ასწავლიდა მათემატიკას, ფიზიკას, ბიოლოგიასა და ინგლისურს) .

2021-22 წლებში დააარსა და ხელმძღვანელობდა სკოლის ბენდს, რომელმაც ლოკალური კონცერტი არსებობის პირველივე წელს გამართა.

2022 წელს პროექტის Benjamin Franklin Transatlantic Fellowship გამარჯვებული იყო საქართველოში, რომლის შედეგადაც ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ისწავლა Purdue University-ში, ევროპის, კავკასიისა და ამერიკის სხვადასხვა შტატების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ერთად და იმოგზაურა ამერიკაში ერთი თვით.

2022 წლის პროექტ “ტექნოვეიშენ საქართველოს” გამარჯვებული გუნდის წევრი. გუნდმა შექმნა ეკო მეგობრული აპლიკაცია, რომელიც ემსახურება სწრაფი მოდის დამანგრეველი ეფექტების შემცირებას საქართველოში.

2022-23 წწ. კომაროვის სკოლის საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ოთიაშვილის ასისტენტი გახდა.

2022-23 წლებში „მაგელანების ასოციაციის“ დამაარსებელი და თანამენტორი. ასოციაციის მიზანია საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობების გაზიარება და შესაბამისი წვრთნა კომაროვის მოსწავლეებისთვის.