საბა ხვიჩავა ნებრასკის შტატში გამართული დივიზიონების უნივერსიტეტების ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია

ამერიკაში, ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლში გაიმართა ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა შტატის დივიზიონების უნივერსიტეტები.

ერთ მილ დისტანციაზე 4:16.08 წუთში გარბენით, საბა ხვიჩავამ პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს რეკორდი დაამყარა.

ინფორმაციას ქალაქ ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრი ავრცელებს.