თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული (ფორტეპიანო) ასლან ჩიქოვანი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალაბამას უნივერსიტეტში ასევე თბილისის კონსერვატორის კურსდამთავრებულ, პროფესორ ედიშერ სავიცკისთან სწავლობს, ყურადღების ცენტრში ექცევა.
„ასლან ჩიქოვანი ფორტეპიანოზე 6 წლიდან უკრავს. ალაბამას უნივერსიტეტის მუსიკალური სკოლის საფორტეპიანო შესრულების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს უკვე იცნობენ საქართველოში, პოლონეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში, სადაც ის წლების განმავლობაში იგებდა კონკურსებსა და ჯილდოებს. მას ბევრი ვირტუოზადაც კი თვლიდა 13 წლის ასაკში.“ – ასე ეხმიანება უნივერსიტეტის გამოცემა მის წარმატებას და მკითხველებს მოუთხრობს მის შესახებ და სთავაზობს მისი ნამუშევრების ნახვას YouTube არხზე.