სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან-პრის გათამაშებაში გაიმარჯვა და მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავეა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის გამარჯვებულია. მან ფინალურ შეხვედრაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლუიჯი სამელე დამაჯერებლად – 15:8 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ FIA-ს განახლებულ რეიტინგში სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურს იკავებს. ქართველ სპორტსმენს 233 ქულა აქვს და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის, 7 ქულით უსწრებს.