2023 წელს გამართულ პირველ ტურნირზე, ვაშინგტონის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობისას ინგლისელ ჯასტინ მურს მოუგო ანგარიშით 15:3, ნახევარფინალში ფრანგი სოფი საბლონი დაამარცხა 15:4, ფინალში ტაილანდელ საისუნ იანასთან დათმო ბრძოლა 15:10, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი განაგრძობს ასპარეზობას ვაშინგტონის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.