იაპონიის ერთ-ერთ წამყვან ჟურნალში “Bungei Shunju” საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ესე გამოქვეყნდა, რომელშიც ის ჩვენი ქვეყნის კულტურის, სამზარეულოსა და ტურისტული პოტენციალის შესახებ საუბრობს.
ესეიში ასევე მოთხრობილია ელჩის თუშეთში მოგზაურობისა და ამ მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, რამაც მკითხველებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.