2023 წელს საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე იუბილე აღინიშნება.
ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ბრაზილიის ფოსტა (Correios) სამახსოვრო მარკას გამოუშვებს. ხსენებული საკითხი საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ნიკოლოზ სახვაძისა და Correios-ის წარმომადგენლების: ჟულიანა ოლივეირას, ლუსიანა რამოსის, სანდრა რიბეიროს შეხვედრისას შეთანხმდა.