დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა – ქართულ-იაპონური მანგა მიმდინარეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, თინა ცხადაძის გრაფიკული ილუსტრაციების სერია – ვაჟა-ფშაველას პოემის, „სტუმარ-მასპინძელი“ მიხედვით. ილუსტრაციები მანგას სტილშია შესრულებული. წიგნი ორენოვანია (ქართულ-იაპონური). იაპონური თარგმანის ავტორია იასუჰირო კოჯიმა. წიგნი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
გამოფენა გრძელდება 15 იანვრის ჩათვლით.