შოტლანდიელი დიდგვაროვანი იაკობ მარი ცნობილი იურისტი და აგრონომი იყო. მემკვიდრეობის მიღების, შემდეგ ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და შეირთო ცოლი.
სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრების შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში, კერძოდ გურიაში და გურიის მთავრის გურიელის კარზე დაიწყეს თავისი საქმიანობის პოპულარიზაცია. იაკობ მარს გარდაეცვალა მეუღლე, ობლად დარჩა ქალ-ვაჟი. მან მეორე ცოლად შეირთო გურული ქალი აღათი მაღულარია. 1864 წელს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ნიკო დაარქვეს.
ნიკო მარმა, როგორც მეცნიერმა ადრიდანვე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. იაკობ გოგებაშვილი ახალგაზრდა მეცნიერის შესახებ სიამაყის გრძნობით წერდა: “ნიკო მარი, რომელსაც უდიდესი მეცნიერები ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ ქართველია.”
ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა: “მარის გამოკვლევები ქვაკუთხედია ჩვენი წარსულის შესასწავლად მარტო გრ. ხანძთელის მეტი, რომ არაფერი გამოეცა ამით დარჩებოდა ქართული ლიტერატურის უდიდესი მკვლევარი და კიდევ რამდენი გააკეთა.”
ნიკო მარს 60 -მდე დიდი და პატარა ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, 2000 -ზე მეტი სახელწოდების ნაშრომი, სალექციო კურსები ხელნაწერთა თარგმანები და სხვა.
მისი მოღვაწეობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სინას მთის 1902 წლის ექსპედიცია ივანე ჯავახიშვილთან ერთად.
ექსპედიციის მიზანი სინას მთაზე არსებული ხელნაწერების შესწავლა-აღწერა იყო.
1903 წელს, ნიკო მარმა ამ მოგზაურობის შესახებ, რუსულ ენაზე გამოსცა მოკლე წინასწარი ანგარიში. „როდესაც ეს გაიცნო ძველი საქრისტიანო მწერლობის ისეთმა ავტორიტეტმა, როგორიც იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ა. ჰარნაკი, პრუსიის მეცნიერებათა აკადემიაში შემდეგი სიტყვები მოათავსა: ამ ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ უძველეს ხალხს, უდიდეს ბერძნულ ქრისტიანულ ოჯახს ეკუთვნიან ქართველებიც. გამოჩნდებიან განა ჩვენში, გერმანიაში, ახალგაზრდა მეცნიერები, რომელნიც შეძლებენ შეისწავლონ ენა, მწერლობა და ისტორია ამ ხალხისა, რომელსაც თავისი ძველი კულტურით ძმური ნათესაობა ჰქონია ჩვენთან და გაგვაცნონ ახლოს მისი საუნჯეო? ეს საუნჯე ყველასთვის მნიშვნელოვანია იქამდის, რომ დღეს არ შეიძლება ძველი ლიტერატურის ისტორიიდან დამუშავება არცერთი საკითხისა, თუ სათანადო ანგარიში არ გაეწია ქართულ ლიტერატურულ ძეგლებს“.
1934 წელს ნიკო მარი გარდაიცვალა.
სოფელ დაბლაციხეში მეცნიერის სახლ-მუზეუმში დაცულია: აკადემიკოს ნიკო მარის პირადი ნივთები, ხელნაწერები, საგვარეულო ფოტო ალბომი და ბევრი სხვა საინტერესო ექსპონატი.
წყარო: კ. კეკელიძე, „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტ. 1-ლი, 1980.