ქართველმა მოზარდებმა პოლონეთის კრაკოვში დასრულებულ ტრადიციულ საერთაშორისო ღია ტურნირზე ‘XXXIII Międzynarodowy Festiwal Szachowy CRACOVIA 2022” წარმატებით იასპარეზეს.
B’ კატეგორიის ტურნირში ქალთა შორის მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა ანასტასია კირთაძე. ქუთაისელმა მოჭადრაკემ 9 -დან 5 ქულა დააგროვა და 73 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს!
C’ კატეგორიის ტურნირში თავი გამოიჩინა ბათუმელმა კესარია მგელაძემ. კესარია, ვაჟთა შორის I-III ადგილი გაინაწილა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ამასთანავე, სარეიტინგო 64 ქულაც მოიმატა.
A’ ტურნირში მოასპარეზე დავით ნემსაძემ 9-დან 4,5 ქულა დააგროვა და 50 რეიტინგ-ქულა მოიმატა, ხოლო ‘C’ ტურნირის მონაწილე დავით თათვიძემ 9-დან 5 ქულა დააგროვა და 80 ქულა მოიმატა რეიტინგში.