E-Flow საერთაშორისო პროექტის Become a Changemaker – ის გამარჯვებული გახდა

E-flow არის სტარტაპი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნას სისტემა მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგიის შესაქმნელად. ბიზნესს სექტორისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, ამავდროულად ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა და უარყოფითად მოქმედებს კლიმატზე. ჩვენი პროდუქტის დახმარებით, რომელიც მოიცავს software და hardware სისტემას, ფაბრიკა-ქარხნებში, საოფისე და საზოგადოებრივ რეკრეაციულ სივრცეებში და ყველგან სადაც ხდება ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება, შესაძლებელი იქნება როგორც ხარჯვის 40% -მდე შემცირება ასევე ენერგიის აკუმულირება და თავიდან გამოყენება.

E-flow შეიქმნა საერთაშორისო პროექტის, Become a changemaker, create a smart and sustainable community-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა  მდგრადი ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდების საზოგადოების ფორმირებას. პროექტმა გააერთიანა 26 ახალგაზრდა გერმანიიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, ამბიციითა და სურვილით შეექმნათ ციფრული, ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებები სოფლის თემებისთვის.

პროექტის ფარგლებში კვალიფიციური ტრენერებისა და მენტორების მხარდაჭერით შეიქმნა ხუთი პროექტი მათ შორის E-flow, რომელთა მიზნებია სოფლის თემებისთვის განვითარების მდგრადი გადაწყვეტილებების შექმნა.

ათი თვის განმავლობაში საპროექტო გუნდები მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის მდგრად ინოვაციებზე ორიენტირებულ ჰაკათონში, ონლაინ და ოფლაინ ვორკშოფებსა და სამუშაო შეხვედრებში გერმანიასა და საქართველოში, რათა გასცნობოდნენ ინფორმაციას პროექტის მენეჯმენტის, პროტოტიპირების, ქრაუდფანდინგის, ჭკვიანი სოფლების, სოციალური მეწარმეობისა და  სოფლის მდგრადი განვითარების შესახებ.

იხილეთ სოფლის მდგრადი განვითარების პროცესის მხარდამჭერი  პროექტების აღწერა ქვემოთ:

  • Recycle it – პროექტი მიზნად ისახავს სოფლად პლასტმასის ნარჩენების დონის შემცირებას ონლაინ პლატფორმის შექმნით გზით, რომელიც მოახდენს პლასტმასის მწარმოებლებისა და გადამამუშავებელი კომპანიების ინტეგრაციას. არსებული მონაცემების საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი მოახდენს პლასტიკური ნარჩენების შეგროვებისა და მიწოდების ოპტიმალური მარშრუტების იდენტიფიცირებას;
  • Reduce, reuse, recycle – პროექტი მიზნად ისახავს სოფლად პლასტმასის დაბინძურების დონის შემცირებას პლასტმასის შემგროვებელი მანქანების დახმარებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების კვლავწარმოებითა და ელექტრონული კომერციის პლატფორმის მეშვეობით რეალიზებით;
  • Farm2fork – პროექტი მიზნად ისახავს საკვების ნარჩენების დონის შემცირებასა და ფერმერების დახმარებას B2B ბაზრებთან წვდომაში – ონლაინ პლატფორმის შექმნით, რომელიც დააკავშირებს ფერმერებს B2B კომპანიებთან.
  • BagUp – პროექტი მიზნად ისახავს სოფლად ძველი და გამოყენებული მასალების ნარჩენების შემცირებას მათი შეგროვებით, გადამუშავებით და ეკო ჩანთების შექმნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებითა და გადამუშავებული პროდუქტების გაყიდვით ელექტრონული კომერციის პლატფორმის მეშვეობით.

დეკემბრში პროექტის გუნდებმა წარმოადგინეს საბოლოო პროდუქტები და პროტოტიპები საერთაშორისო ჟიურის წევრების წინაშე, რის შედეგადაც E-flow შეირჩა Become a Changemaker-ის პროექტის გამარჯვებულად.  E-flow გუნდი ჯილდოს სახით მიიღებს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ერთთვიან ბიზნესს მენტორობის პროგრამაში.

პროექტი დაფინანსებულია საგრანტო პროგრამის “MEET UP! Youth for Partnership”-ის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდი ‘Foundation ‘’Remembrance, Responsibility, and Future (Foundation EVZ)’’-ის მიერ.
პროექტი განხორციელდა ანტრეპრენერთა ასოციაციის, სტეინბეის ინოვაციების ცენტრისა და ABCD ინოვაციების ცენტრის თანამშრომლობით.