2023 წლის 6 იანვარს, იფსონასში, Stelios Chari Stadium –-ზე საქველმოქმედო მატჩი “Cyprus All Stars” გაიმართება. მასში მიწვეული არიან კვიპროსის ჩემპიონატზე წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელები. მათ შორის იქნება კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების ქართველი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თემურ ქეცბაია.
საქველმოქმედო მატჩის “Cyprus All Stars” მიზანი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარებაა.