ძიუდოს შეჯიბრებების 2022 წელი, იერუსალიმის მასტერსით დაიხურა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე) და 1 ბრინჯაო (ლუკა მაისურაძე).
IJF-მა 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც -100 კგ წონითი კატეგორიის სათავეში ილია სულამანიძეა.
ილიას ანგარიშზე 5752 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ, ნიდერლანდელ – კორელს, 427 ქულით უსწრებს.
-90 კგ – ლუკა მაისურაძემ იერუსალიმის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა (მეშვიდე ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა). ლუკა მაისურაძის ანგარიშზე 4865 სარეიტინგო ქულაა.
ილია სულამანიძესთან ერთად, 2022 წლის წონის ლიდერები ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდნენ.