დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზი საახალწლოდ მოირთო და მცირე გამოფენა მოეწყო.
საახალწლო გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო დადიანის საახალწლო სუფრის იმიტაცია, გაშლილია სუფრა ნიკო დადიანის სიმბოლიკებით, სპეციალურად მისთვის დამზადებული მონოგრამიანი ჭურჭლით.
ასევე, წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენილია უფლისწულის წინაპრების, კერძოდ, მისი ოჯახის წევრების ფოტოები.
უფლისწულის სასახლეში საახალწლო გამოფენის დათვალიერება უფასოა.
გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის, 20 იანვრის ჩათვლით.