წინასაახალწლოდ აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს თოჯინების თეატრში უმასპინძლეს

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით,  წინასაახალწლოდ, აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს ბათუმის თოჯინების თეატრში უმასპინძლეს.

უკრაინელი მოსწავლეები ომის დაწყების შემდეგ ბათუმში იმყოფებიან და სწავლას ქართული სკოლის უკრაინულ სექტორში აგრძელებენ. ბათუმის თოჯინების თეატრში საახალწლო სპექტაკლი “ზურმუხტქალაქის ჯადოქარის” ჩვენება გაიმართა, რომელსაც ფონდის “იალქანი” ბენეფიციარებიც დაესწრნენ.