საფრანგეთის ელჩმა საქართველოში საფრანგეთის რეზიდენციაში ქართველ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა

22 დეკემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა შერაზ გასრიმ, საფრანგეთის რეზიდენციაში იმ ქართველ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა, რომლებმაც უმაღლესი განათლება სრულად ან ნაწილობრივ საფრანგეთში მიიღებს.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ისევე როგორც საფრანგეთის მთავრობის  სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეები : ფრანგული ინსტიტუტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის, ასევე ეიფელის სტიპენდიატები, სადოქტორო და სამეცნიერო სასტიპენდიო პროგრამის ლაურეატები.

კურსდამთავრებულთა ყოველწლიური შეხვედრა შესაძლებელს ხდის ყოფილი სტუდენტების ქსელის გაფართოებას, საერთო გამოცდილების გაზიარებას, საფრანგეთთან კავშირის შენარჩუნებას და ალუმნის კლუბის კიდევ უფრო გააქტიურებას.