ილია სულამანიძე იერუსალიმში წლის შემაჯამებელი მასტერსის გამარჯვებული გახდა

ილია სულამანიძე იერუსალიმში წლის შემაჯამებელი მასტერსის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მისი მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა იყო, რომელსაც სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ დავლათ ბობონოვს აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა, 2022 წლის ბოლო შეჯიბრება 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა: ოქრო – ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ); ბრინჯაო – ლუკა მაისურაძე (-90კგ).