ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ზაზა ხალვაშის ახალი მხატვრული ფილმის “ლოტოს” მსოფლიო პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმს საკონკურსო სექციაში (Big Screen Competition) აჩვენებენ.
“ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე” – ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. ფილმის დასრულების პროცესში მონაწილეობა მიიღეს თამთა ხალვაშმა, გიორგი შველიძემ და ლევან კუხაშვილმა.
“ლოტო” საქართველო-ლიეტუვას კოპროდუქციაა და შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წლიდან ტარდება. ყოველწლიურად იგი საავტორო კინოს არაერთ გამორჩეულ ნამუშევარს სთავაზობს მაყურებელს.