ბულგარულ ჟურნალში “EVA” საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
ინტერვიუში ელჩი საუბრობს ქართულ საახალწლო და საშობაო ტრადიციებზე. აღწერს ქართული საახალწლო და საშობაო კერძების თავისებურებებს.
გარდა ამისა, ელჩი და ჟურნალისტი საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობებზე, ორივე ქვეყნისთვის დამახასიათებელ თავისებურებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.