20 დეკემბერს, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მხატვრისა და ხატმწერის, ალექსანდრე ბურჯანაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ალექსანდრე ბურჯანაძემ სტუმრებს წარუდგინა ნამუშევრები და ისაუბრა მისი შემოქმედების შესახებ.
გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ალექსანდრე ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ფესტივალში მონაწილეობისათვის, რომელიც საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით იმართება.