ისრაელში საქართველოს საელჩომ ქართველ ბავშვებს “საშობაო ზღაპარი” მოუწყო.
ღონისძიებაში ქართული საკვირაო სკოლა “მამული”, ცეკვის ანსამბლი “ფესვები” და ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრი მონაწილეობდა.
ღონისძიება იაფოში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში გაიმართა.