საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა დუბაიში მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებია.
აკაკი ჯინჭარაძემ +107კგ.წონით კატეგორიაში 239კგ. ჩათვალა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ამავე ტურნირზე აჰმად რაზმ აზარმა 80კგ-მდე 200კგ. ასწია და ბრინჯაო მოიპოვა.
დუბაის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდის გამოსვლით დასრულდა 2022 წლის ტურნირებზე ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობა.
მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტისთვის. მის ანგარიშზე სხვადასხვა პარასპორტის სახეობაში 74 მედალია.