საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლდოვის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის ინფოტური გამართა. ავიაკომპანია “Air Moldova”-სთან თანამშრომლობით საქართველოს 18 ტუროპერატორი და ავიაკომპანიის წარმომადგენელი ეწვია. ინფოტურის ფარგლებში მოლდაველმა ტუროპერატორებმა ქართველი კოლეგები გაიცნეს. B2B ფორმატის ფარგლებში მოწყობილ შეხვედრაზე ერთობლივი ტურები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ტურის ფარგლებში მოლდაველი ტუროპერატორები თბილისს, მცხეთას, ბორჯომსა და ბაკურიანს ესტუმრნენ. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სასტუმროებსა და სამთო კურორტის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.