პოლონეთის კატოვიცეში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 877 მონაწილეს შორის 22 ტურად გაიმართება.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე ოთხი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს:
- ნინო ბაციაშვილი (2365)
- ინგა ჭარხალაშვილი (2332)
- სოფიო გვეტაძე (2198)
- ნანა წიქარიშვილი (2117)