კომაროვის სკოლის გუნდმა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუნდის წევრები იაკობ რიგვავა, მარიამ მაჩაიძე, ლელა ხოხიაშვილი და ლევან ჩაგელიშვილი (მენტორი) არიან.
რობოტიკის ოლიმპიადა (WRO – 2022) ნოემბერში, გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში ჩატარდა, რომელზეც 73 ქვეყნის 365 გუნდი მონაწილეობდა. კომაროვის ნაკრები უფროს კატეგორიაში (Robomission senior) მონაწილეობდა.
რობოტიკის ოლიმპიადა გულისხმობს რობოტების აწყობას და მათ დაპროგრამებას ისე, რომ რობოტმა წინასწარ განსაზღვრული დავალებები შეასრულონ. რობოტიკის ოლიმპიადის მზადების პროცესში მოსწავლეები მუშაობდნენ დავალებებზე, რომლებიც კრიტიკულ აზროვნების, შემოქმედებითობის, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის უნარებს ავითარებს. მოსწავლეები შემდეგ სფეროებში იღებდნენ ცოდნას: ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები, პროგრამირება და ინჟინერია.
ოლიმპიადის სამ სხვადასხვა დღეს მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ განსხვავებული დავალებები, რაც სიურპრიზის წესსაც გულისხმობდა – ამ დღეს მონაწილეებმა მიიღეს სრულიად ახალი დავალება, რომლის შესასრულებლადაც, რობოტის დასაპროგრამებელი, კოდი ადგილზე უნდა დაეწერათ.
აღსანიშნავია, რომ კომაროვის სკოლის გუნდი რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოში გამართული მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის რეგიონულ ტურში გამარჯვების შედეგად მოხვდა.