11 დეკემბერს ერევანში საბავშვო ევროვიზია გაიმართა. საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე „რანინას” გამარჯვებულმა მარიამ ბიგვავამ წარადგინა. მან საერთაშორისო ჟიურისგან 114 ქულა მიიღო, ონლაინ ხმის მიცემით კი 47 ქულა და საუკეთესო სამეულში მოხვდა.
სიმღერა I Believe/მჯერა, რომელიც მარიამ ბიგვავამ შეასრულა, გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი მუშაობდნენ, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი კი იზა ნადარეიშვილი. ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი.
საბავშვო ევროფესტივალზე მონაწილეობდა: ალბანეთი, სომხეთი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, ყაზახეთი, მალტა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.
წლევანდელი ევროფესტივალის სლოგანია იყო „Spin The Magic” („დაატრიალე მაგია”).