ანა ლელაძემ სტაჟირება ბალტიის თავდაცვის კოლეჯში დაიწყო

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულმა, ანა ლელაძემ ბალტიის თავდაცვის კოლეჯში (BALTDEFCOL) დაიწყო სტაჟირება. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბალტიის თავდაცვის კოლეჯი საერთაშორისო სამხედრო კოლეჯია, რომელიც ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას მიერ  დაარსდა და არის სტრატეგიული და ოპერატიული კვლევების ცენტრი. ეს კოლეჯი სამხედრო განათლებას აძლევს საშუალო და მაღალი რანგის ოფიცრებს და სამთავრობო პირებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

ანა პარალელურად სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით სწავლობს ტარტუს უნივერსიტეტში International Relations and Regional Studies (IRRS) სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

ანამ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა 2020 წელს Top GPA-ით დაამთავრა.