რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 11 დეკემბერს, საელჩო მონაწილეობას მიიღებს საშობაო ბაზრობაში, რომელიც რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია რუმინეთის ქალთა საერთაშორისო ასოციაცია და იგი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით იმართება.
საქართველოს საელჩო, სპონსორების ხელშეწყობით, საქველმოქმედო მიზნებისთვის ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს წარმოადგენს.