ნანა ძაგნიძემ ინდოეთის კალკუტაში დასრულებულ უძლიერეს საერთაშორისო ტურნირზე სწრაფ ჭადრაკში „TATA STEEL CHESS INDIA RAPID 2022“ პირველობა გაინაწილა.
ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა. ნანამ 9 -დან 6,5 ქულა დააგროვა და I-II ადგილი მსოფლიოს ექსჩემპიონ, ანა უშენინასთან ერთად გაინაწილა.