იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) ორგანიზებით ტარდება.
ამჯერადაც იტალიურმა სტენდმა, დონორებისა და მოხალისეების დახმარებით, გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს დაახვედრა მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი: ყავა, შოკოლადი, ღვინო და ლორი, ასევე, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი, სამკაულები და აქსესუარები. პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება IWAG საქველმოქმედო პროექტებს.