ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა. ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა ბექაური (90კგ) გადავიდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ლაშა ბექაურმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი მაშუ ბეიკერი გაფრთხილებებით დაამარცხა.
ოთხი ქართველი ქალი ძიუდოისტი – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57 კგ), ნინო გულბანი (70 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ და ტოკიოს გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულეს.
ხვალ ტოკიოს ტურნირზე მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს.