2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ – გაიცანით წლევანდელი გამარჯვებულები:
რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემის პროექტით პირველ ადგილზე გავიდა გუნდი LIGGA. გამარჯვებულები აშშ-ში, ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში გაემგზავრებიან.
ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელის პროექტით მეორე ადგილზე გავიდა გუნდი FIRELINK. გამარჯვებულები აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.
უნივერსალური მეგობარი სახლის პროექტით მესამე ადგილზე გავიდა გუნდი MAD SCIENTISTS. გამარჯვებულები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებენ.