2022 წლის 11, 12, 13 ნოემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, გაიმართა ახალგაზრდული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი ოქსფორდის უნივერსიტეტი იყო.
კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. თითოეული მათგანი, როგორც გაეროს ახალგაზრდა ელჩი, საკუთარ ქვეყანას წარმოადგენდა საერთაშორისო ასპარეზზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-8, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები: ნატა ლორია, ️ია ქარაბაკი და დავით დიანოსაშვილი.
ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინეს საქართველო ოქსფორდის უნივერსიტეტის აუდიტორიის წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურეს.