თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესს ადმინისტრირების (ESM) კურსდამთავრებული, მარიამ ბერაძე, რომელსაც მაინორად ჰქონდა არჩეული ჩინური ენა, სწავლას ჩინეთში გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი თქმით, მარიამმა მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია და ჩაირიცხა ჭენგჭოუს უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში გაივლის სტაჟირებას ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონეს და გაეცნობა ჩინურ კულტურას.