უფროსმა ლეიტენანტმა ლიკა წულუკიძემ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე საბერძნეთის ქალაქ ამინდეოში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. უფროსმა ლეიტენანტმა ლიკა წულუკიძემ ქალთა შორის -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.

უფროსი ლეიტენანტი ლიკა წულუკიძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა დაცვის განყოფილების უფროსი ინსპექტორია.