გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, ქართველთა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამმა რინერს ბოლო 10-წამში ვაზარი აუღო და 10 გზის მსოფლიოს, 5 გზის ევროპისა და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონთან ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.
„რინერის დამარცხება ყველა მძიმეწონოსნის ოცნებაა” – განაცხადა გურამ თუშიშვილმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ.
🎥 Live.ge