23-28 ნოემბერს ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების II საერთაშორისო კინოფესტივალი LemON გაიმართება

ბათუმის II საერთაშორისო  კინოფესტივალი “LemON”  23 ნოემბერს  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნება და 28 ნოემბრამდე   კინოფესტივალი საკონკურსო ფილმების კინოჩვენებებს გამართავს. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია 47 კონკურსანტის სადებიუტო და სტუდენტური ფილმები. გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

კინოფესტივალში მონაწილეობს 25 ქვეყანა: დანია; ყაზახეთი; კანადა; შვედეთი; ჩილე; იემენი; ტაივანი; ბრაზილია; რუმინეთი; საფრანგეთი; მექსიკა; თურქეთი; მაროკო; იაპონია; ხორვატია, სერბეთი; საქართველო; ჰონკონგი; უნგრეთი; გერმანია; ირანი; ბრაზილია, პორტუგალია; კოლუმბია, აშშ; საფრანგეთი, კოლუმბია; დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და ბელგია

კინოფესტივალი, 28 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე დაჯილდოებით დაიხურება.