27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით კონსერვატორიას ERASMUS+ მობილობის და პროექტ BodySoundDiVision-ის ფარგლებში ეწვევიან Saint Louis-ის კოლეჯის პროფესორები: გილბერტო ბარტლინი – კომპოზიცია და დიეგო ჩინიტი – პოპ გიტარა.
ვიზიტის განმავლობაში პროფესორები კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ ვორქშოპებს.
ასევე მათი მონაწილეობით 1 დეკემბერს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში გაიმართება კოლაბორაციული შემოქმედებითი პროექტი Performative Exhibition – ⸮ HWĪ [why]. – ღონისძებაზე დასწრება თავისუფალია.