საბავშვო ევროვიზია 11 დეკემბერს ერევანში გაიმართება – საქართველოს მარიამ ბიგვავა წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 11 დეკემბერს ერევანში გაიმართება. საბავშვო ევროფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ: ალბანეთი, სომხეთი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, ყაზახეთი, მალტა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.

წლევანდელი ევროფესტივალის სლოგანია „Spin The Magic” („დაატრიალე მაგია”).

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე „რანინას” გამარჯვებული მარიამ ბიგვავა წარადგენს.

სიმღერა I Believe/მჯერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი მუშაობდნენ, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი კი იზა ნადარეიშვილი. ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი.

საქართველოს სახელით ქულებს 2022 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, პროექტ „რანინას“ გამარჯვებული და საქართველოს წარმომადგენელი 2021 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, ნიკო ქაჯაია გამოაცხადებს.