საქართველოს უკრაინელი მეღვინეების ჯგუფი სტუმრობდა

ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ორგანიზებით, საქართველოს უკრაინელი მეღვინეების ჯგუფი სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან მეხუზლას, ეწვივნენ ღვინის ლაბორატორიას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ჯიღაურას  და სხვადასხვა მარანს: თევზას მარანი , ჭოტიაშვილის ვენახები, მარანი მილორაული, შატო მუხრანი, წინანდლის ვენახები, საგვარეულო მარანი, ვინივერია, შუხმან ვაინს ჯორჯია, კორპორაცია ქინძმარაული.

ქართველმა მეღვინეებმა უკრაინელ მეგობრებს თავიანთი გამოცდილება, განვითარების ეტაპები და სირთულეები გაუზიარეს.